,,არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს”- ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი თავდასხმაზე

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალის განცხადებით, პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარ შემთხვევას გამართლება არ აქვს.

მისი თქმით, ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ეს არ იყო ტერორისტული აქტი ან ორგანიზებული ჯგუფის თავდასხმა.

„ამას არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს. როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ღრმა მწუხარებას და ზიზღს ვგრძნობ ამ გაუგებარი და სასტიკი ძალადობის გამო“, – განაცხადა პეტრ ფიალმა.

მისივე თქმით, საფრთხე აღარ არსებობს.

 

მსგავსი თემები