ფეხბურთის მოედანს მეხი დაეცა – არის მსხვერპლი

ბრაზილიაში,სამოყვარულო ფეხბურთის მატჩის დროს, სანტო ანტონიო და პლატინაში,  მოედანს მეხი დაეცა.

21 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს კაიო ჰენრიკეს მეხე დაეცა, დაშავდა კიდევ ექვსი ფეხბურთელი.

შემთხვევის დროს, სტადიონზე სასწრაფო დახმარების მანქანები არ იყო და ფეხბურთელები საავადმყოფოში კერძო მანქანებით გადაიყვანეს. სხვა ფეხბურთელებთან ერთად საავადმყოფოში გადაყვანილი კაიო ენრიკე მალევე გარდაიცვალა.

როგორც სანტო ანტონიო და პლატინას მუნიციპალურმა სპორტულმა დირექტორმა, მარკოს ნოველი ფერეირამ განმარტა, ძლიერი წვიმის მიუხედავად, თამაში მაინც გაგრძელდა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ იქვე რამდენიმე მოთამაშე იყო, მაგრამ ელვამ მხოლოდ ერთს დაარტყა. ყველა დაეცა, ზოგი ადგა, ზოგიც დაშავდა“.

 

მსგავსი თემები