საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი – ოლივერ ვარჰეი

,,ჩემი მესიჯი საქართველოს ხალხისა და საქართველოს მთავრობისადმი არის – გააგრძელეთ მუშაობა, ეს წარმატების საუკეთესო რეცეპტია”,- ამის შესახებ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

,,ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნებილის ლიდერებმა უნდა მიიღონ. ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები ძალიან ნათელია. საქართველომ გრძელი გზა გამოიარა. საქართველომ და საქართველოს მთავრობამ რეფორმები შეასრულა, ასე რომ მათ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოთ. გააკეთებს თუ არა ამასე ევროპული საბჭო, ვნახავთ. ჩემი მესიჯი საქართველოს ხალხისა და საქართველოს მთავრობისადმი არის – გააგრძელეთ მუშაობა, ეს წარმატების საუკეთესო რეცეპტია”.

მსგავსი თემები