,,ვიდეოკადრებით და ექსპერტიზის დასკვნებით ბრალდებულის უდანაშაულობა დასტურდება” – არჩილ ჩოფიკაშვილი

,,ვიდეოკადრებით და ექსპერტიზის დასკვნებით ბრალდებულის უდანაშაულობა დასტურდება”. ამის შესახებ, ე.წ. ბანანების საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა, ,,მედიაცენტრ მთავართან” განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, 4 ივლისს ბათუმში დაიკარგა ახალგაზრდა, რომელიც შავ ზღვაში 7 ივლისს იპოვეს გარდაცვლილი. ოჯახის წევრებმა ძებნა მე-2 დღეს 5 ივლისს დაიწყეს. პროკურატურამ 6 ივლისს დააკავა კატერის მძღოლი, რომელსაც წაუყენა ბრალდება 4 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში (სსკ 19.109.ე.ლ), ხოლო 2 დამხმარეს დანაშაულის შეუტყობინებლობაში. ნაცვლად ობიექტური გამოძიებისა, საზოგადოებას დღემდე სთავაზობენ რადიკალურ სუბიექტურ შეფასებებს და ცდილობენ ბრადლებულის საშიშ კრიმინალად წარმოჩენას. დღემდე პატიმრიბაშია ბრალდებული არალოგიკურად მკაცრი ბრალდებით და 2 სრულიად უდანაშაულო არასრულწლოვანი თითქოს და მათ დანაშაული დაფარეს.

,,საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვინდა ის მტკიცებულებები და ახალი ფაქტები გავასაჯაროოთ, რაც ამჟამად უკვე მოსამართლესთანაა წარდგენილი.

სასამართლოში გამოკვლეული და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბანინის წყალში ამოტრიალება თითქმის ყველა შემთხვევაში ხდება და არის სერვისის ნაწილი. ბანანის ამოტრიალება ძირითადად ხდება 50 მეტრ მანძილზე უფრო შორს ნაპირიდან. უსაფრთხოების ჟილეტები დამაგრებულია ბანანზე და მგზავრს შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებით და სურვილით ჩაიცვას საჭიროების შემთხვევაში და ასე იყო 4 ივლისსაც.

ბრალდებულის მოთხოვნა, რომ საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ და საზოგადოება დარწმუნებულიყო მის უდანაშაულობაში არ დაკმაყოფილდა ვინაიდან, დანაშუალის მცდელობაში მრალდებულს არ აქვს უფლება მიმართოს ნაფიც მსაჯულებს. კანონის ეს ხარვეზი ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოშია ჩვენს მიერ გასაჩივრებული.

ბრალი წარდგენილია განზრახ მკვლელობის მცდელობით, როცა საქმეში ერთი მოწმეც კი არ არსებობს, რომელმაც 4 ივლისს დაინახა, რომ ზღვაში ვინმე დაიხრჩო ან დახრჩობის საფრთხე ემუქრებოდა. პირიქით, ადგილზე მყოფი სამივე მაშველი ადასტურებს, რომ არც ერთ ახალგახრდას არ უჭირდა ცურვა და ნაპირზე გასვლა, არც ერთი არ იხრჩობოდა, ნაპირზე გამოვიდნენ მაშველების დაუხმარებლად და მათთვის არავის უთქვამს, რომ რომელიმემ ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლო”, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გარემოება გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც მიღებული იყო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. გარდაცვლილის სასამართლო სამედიცინო კვლევით გაირკვა, რომ სისხლის და კუნთის ნიმუშში აღმოჩნდა ეთილის სპირტი, სისხლში 0,41% და კუნთში 0,33%. ეს გარემოება გამოძიების ყურადღების მიღმა დარჩა. სპირტის შესახებ ინფორმაცია არცერთ ეტაპზე გამოძიებული არ ყოფილა და არც კითხვები დასმულა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მულის თანახმად: ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში ეთანოლის 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით შემცველობა. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, სიმთვრალე ან, ნაბახუსევი მდგომარეობა წყალში დახრჩობის რისკ ფაქტორს წარმოადგენს.

,,მგზავრის ალკოჰოლური სიმთვრალის შესახებ, რომ ჰქონოდა ინფორმაცია ბრალდებულს ის არც ერთ შემთხვევაში ასეთ მგზავრს ბანანზე არ დასვავდა, წყალში არ ამოაბრუნებდა. ან, თუ ამობრუნების შემდეგ შეიტყობდა ამის შესახებ აუციებლად მიაცილებდა ნაპირამდე.

ეს ინფორმაცია და გარემოება დღემდე შეფასების გარეშეა დატოვებული და გუშინდელ პროცესზეც დადასტურდა, რომ ასეთი ინფორმაცია არცერთ იქ მყოფს ადგილზე არ ჰქონდა.

ასევე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თირკმელის და ძვლის ნიმუშებში აღმოჩნდა პლანქტონის ელემენტი. დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი, მლაშე (ზღვის) წყალში დახრჩობის დროს პლანქტონი არ უნდა ყოფილიყო აღმოჩენილი ნიმუშებში”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, არსებობს სპეციალისტების ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც, პირსის ხიდთან ადამიანის დახრჩობის შემთხვევაში შეუძლებელია, გვამი სარფის მხარეს 2 კმ და ზღვის სიღრმეში 2 კმ მანძილში აღმოჩნდეს. იმ დღეებშიც ზღვა ბათუმიდან ქობულეთის მხარეს მოძრაობს და გვამს ნაპირისკენ რიყავს. ვიდეოკადრებშიც ნათლად ჩანს, რომ 4 ივლისს წყლის მიმართულება ბათუმიდან ქობულეთის მიმართულებით იყო.

ასევე, 07.07.2023წ ნაპოვნ ახალგაზრდა მამაკაცის (ლუკა აბულაძე) გვამის ფოტოსურათებზე (IMG-20230717-WA0067.jpj) ასახულია დაზიანება, მარჯვენა ზედა კიდურის იდაყვის მიდამოში. 1-ლი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ეს დაზიანება დაფიქსირებული და იდენტიფიცირებული არ ყოფილა. დაცვის მიმართვა რომ ექსპერტიზის დროს ფოტოზე გამოსახული დაზიანება გამოკვლეული და შეფასებული ყოფილიყო ექსპერტიზის ბიურომ შეუსრულებლად დატოვა.

დამოუკიდებელი ექსპერტიზის შეფასებით, ფოტოსურათზე გვამის მარჯვენა იდაყვის სახსრის და წინამხრის ზემო მესამედის საზღვრის ლოკაციაში, უკანა ზედაპირზე, აღენიშნება მოგრძო ფორმის და უსწორმასწორო ნაპირების მქონე დაჟეჟილი ხასიათის ჭრილობა ჭუჭყიანი მოწითალო მორუხო ფერის ზედაპირით რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. მხოლოდ ფოტოსურათით ექსპერტმა ვერ განსაზღვრა ეს დაზიანება მიყენებულია თუ არა სიცოცხლის პერიოდში. დღემდე უპასუხოდაა დარჩენილი კითხვა სურათზე ასახული დაზიანება როდის და ვის მიერ იქნა მიყენებული ან გამოწვეული.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, მოწმეების გამოკითხვის ოქმები, სასვენი ნიშნებითაც კი ერთმანეთს ემთხვევა და გადატანილია კოპი-ფეისტით. საქმეში არსებული გამოკიტხვის ოქმები კანონის მოთხოვნათა დარღვევით უკანონო მეთოდების გამოყენებით არის შედგენილი რაზეც ამჯამად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ.

გამოძიების ვერსიით, როდესაც კატერით ახალგაზრდები ბანანით წყალში შევიდნენ, ამ დროს ნაპირზე იმყოფებოდა პირსის ხიდთან გარდაცვლილის 5 მეგობარი. გარდაცვლილის მეგობრებმა ისე დატოვეს საღამოს სანაპირო, რომ არ გაარკვიეს თუ სად იყო გარდაცვლილი, წაიღეს მისი ტელეფონი და ნაპირზე დატოვეს ტანსაცმელი. ტელეფონი მხოლოდ მე-2 დღეს დაუბრუნდა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.

,,ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჯერ დაცვის მხარემ და შემდეგ უკვე პროკურატურამაც ამოიღო ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები. რამაც დაადასტურა, რომ მოწმეები არასწორ ჩვენებებს იძლევიან. მათ შორის, ბანანზე იმყოფება 5 ადამიანი და არა 4, როგორც ამას დღემდე იზიარებს ბრალდების მხარე.

ვიდეოჩანაწერით დადასტურდა, რომ მგზავრები ბანანზე ნაპირიდან 40-50 მეტრის მოშორებით ადიან და ჯდებიან. ეს გამორიცხავს ბრალდების ვერსიას, რომ ბანანზე ასული ადამიანებიდან რომელიმეს შესაძლოა ცურვა არ ცოდნოდა. შესაბამისად, ბრალდებული ვერ ჩაეთვალა, რომ რომელიმე მათგანი ვერ ცურავდა და შესაბამისად ბანანის ამობრუნების შემდეგ ნაპირზე გაცურვას ვერ შეძლებდა.

ძირითადი მოწმეები უთითებენ კონკრეტულ ადგილს სადაც თითქოს და მოხდა ბანანის ამობრუნება. ეს ადგილი სამეთვალყურეო კამერების ხედვის არეშია და ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება ბანანის კონკრეტულ ადგილზე ამობრუნება.

მოპოვებულ ვიდეოკადრებზე დავნიშნე ექსპერტიზა და მიღებული პასუხებით გამოირიცხა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები რაც ბრალდების საფძველს წარმოადგენს.

ასევე, დავნიშნეთ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ვინაიდან ბრალდების მიხედვით, განზრახი დანაშაული საფუძვლის და მოტივის გარეშეა ჩადენილი. შესაბამისად, დავნიშნეთ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ბრალდებულთან დაკავშირებით კითხვით, მისი ფსიქოლოგიური ტიპაჟის გათვალისწინებით აღენიშნებოდა თუ არა ფსიქოლოგიური თავისებურებები რის ფონზეც შესაძლებელი იყო მისი ანომალიური ქცევა 4 ივლისს- სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიეტოვებინა ადამიანები. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ბრალდებულის მიმართ გამოირიცხა ისეთი ფსიქოლოგიური მახასიათებელი რაც მსგავსი ქმედებისთვის დატოვებდა სივრცეს.

სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გარდაცვლილის მსგავსი ადამიანი 4 ივლისს ბანანზე არ იმყოფებოდა. ბრალდებული კი, პირველივე ეტაპზე აცხადებდა, რომ მსგავსი აღწერილობის ადამიანი ბანანზე არ იყო. საგულისხმოა, რომ გამოძიებას არ გადაუმოწმებია ეს ფაქტი რა არ დაუნიშნავს სატანადო საექსპერტო კვლევები იმის გასარკვევად იყო თუ არა გასაბერ ბანანზე გარდაცვლილის ბიოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური ან სხვა რაიმე კვალი.

შესაბამისად, დაცვას მოგვიწია დაგვენიშნა ექსპერტიზა, რომელმაც პასუხი უნდა გაცეს კითხვას არის თუ არა გასაბერ ბანანზე გარდაცვლილის ყოფნის რაიმე კვალი. ჩვენი შეფასებით ასეთი კვლევები გამოძიების მიერ არ ჩატარდა რადგან მათთვისაც ცნობილა, რომ ბრალდებული უდანაშაულოა და 4 ივლისს დაკარგული ახალგაზრდა არ იმყოფებოდა ატრაქციონზე.

ამჟამად საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი იხილავს (პროკურორი თორნიკე გოგეშვილი).

იმედს ვიტოვებ, რომ საქმესთან დაკავშირებით თქვენი, ჟურნალისტების და საინფორმაციო საშუალებების წყალობით, მნშვნელოვანი ფაქტები საზოგადოებას მიეწოდება სრულად და სწორად, დასრულდება უკანონო პატიმრების დემონიზაცია, ხოლო მეორეს მხრივ საქმე რეალურად იქნება გამოძიებული და სიმართლეს გაიგებს საზოგადოება ამ ტრაგედიის შესახებ”, – აღნიშნა არჩილ ჩოფიკაშვილმა, „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები