ქუთაისში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის კედელი ჩამოინგრა

ქუთაისში,  მესხიშვილის მე-4 შესახვევში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის კედელი ჩამოინგრა.
მშენებლობა კერძო საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე მიმდინარეობს. უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს და  კორპუსის მშენებლობამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. ადგილზე  მობილიზებული იყო  სამაშველო სამსახური და პოლიცია.

მსგავსი თემები