იტალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის ქალაქ ტრივოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარი სან ჯოვანის ევანგელისტურ საავადმყოფოში მაშინ გაჩნდა, როდესაც შენობაში მყოფ პირებს ეძინათ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მაშველებმა საავადმყოფოს შენობიდან 200-ზე მეტი პაციენტი გაიყვანეს. მათ შორის, ორსული ქალი და რამდენიმე ბავშვი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები