რუსთავში 23 წლის ახალგაზრდა CO-თი მოიწამლა

რუსთავში 23 წლის ახალგაზრდა CO-თი მოიწამლა. ინტოქსიკაციის ფაქტი მე-11 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში დაფიქსირდა. ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს.

სავარაუდოდ, მიზეზი ბინაში დამონტაჟებული ერთკამერიანი წყლის გამაცხელებელი გახდა. გოგონა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

მსგავსი თემები