ციურიხში, სახლის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

შვეიცარიაში, ციურიხის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 35-დან 46 წლამდე ასაკის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ქურდობის მცდელობისას სახლის მფლობელმა დააკავა და პოლიციას შეატყობინა, მეორემ კი გაქცევა მოახერხა, თუმცა სამართალდამცველებმა ის კიდევ ერთ თანამზრახველთან ერთად დააკავეს.

დაკავებულები დაკითხვაზე ჯერ პოლიციაში, შემდეგ კი პროკურატურაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები