უკრაინამ რუსეთიდან 387 გატაცებული ბავშვი დააბრუნა – ოლენა ზელენსკა

20 000-მდე გატაცებულიდან უკრაინამ რუსეთიდან 387 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. გატაცებული ბავშვების უმეტესობა ობოლი ან მშობლის მზრუნველობას მოკლებულია. ინფორმაციას უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ავრცელებს.

,,რუსეთი ჩვენთან პირდაპირ კონტაქტს არ ამყარებს. ამიტომ, ბავშვები სახლში მიდიან მესამე ქვეყნების გავლით. ბევრი მზრუნველი ადამიანის შუამავლობით…ამიტომ არის მნიშვნელოვანი მსოფლიო თანამშრომლობა. გატაცებული ბავშვების გადასარჩენად დიდი იმედი მაქვს კოალიციის, რომლის შექმნაც კანადამ შემოგვთავაზა ერთი თვის წინ და რომელიც მალე უნდა ამოქმედდეს,” – ამბობს ზელენსკა.

დაბრუნებულმა ბავშვებმა ფსიქოლოგიური, მატერიალური და სოციალური მხარდაჭერა მიიღეს. თუმცა, ზელენსკას თქმით, არანაკლებ რთულია, რომ მათ ჰქონდეთ სწავლისა და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა.

მსგავსი თემები