EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე განვიხილავთ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას – ბორელი

,,EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე განვიხილავთ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების ”, – წერს ტვიტერზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.

,,რუსეთმა ბოლო 2 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე. საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებებს, არსებულ წინადადებებს, რათა გავზარდოთ ჩვენი წვლილი უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებში”, – დაწერა ბორელმა.

მსგავსი თემები