პოლონეთში ორი ქართველი დააკავეს

პოლონეთის ქალაქ სოსნოვეცში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართველებმა 30 წლის კაცი სასტუმროში ჯერ სცემეს, შემდეგ კი ტელეფონები წაართვეს.

პოლიციამ დამნაშავეებს სავარაუდოდ სწორედ ნაძარცვი ტელეფონების საშუალებით მიაგნო და იმავე დღეს დააკავა.

ნივთმტკიცებად ამოღებულია წართმეული ტელეფონები, დანაშაული კი 12 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

მედია აქვეყნებს კადრებს, რომელიც ჰოსტელთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა და სადაც ჩანს, როგორ შედიან სავარაუდო დამნაშავეები შენობაში. ერთ-ერთს ხელში ჯოხი უჭირავს, მეორე კი ნიღაბს იკეთებს.

მსგავსი თემები