ქუთაისელი მრევლი და კათოლიკე სასულიერო პირები მეუფე იოანემ ხარების ტაძარში არ შეუშვა

8 დეკემბერს, ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღესასწაულზე, ქუთაისელი მრევლი და კათოლიკე სასულიერო პირები ხარების ტაძარში არ შეუშვეს.

როგორც ქუთაისის კათოლიკური სამრევლოს წინამძღვარი აცხადებს, წინა წლებისგან განსხვავებით მიტროპოლიტმა იოანემ სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ მათი დოგმატი ღვთისმშობელთან დაკავშირებით განსხვავდება და ტაძარში შესვლის უფლება არ მისცა, შემდეგ კი ხარების ეკლესიის ჭიშკარი ჩაკეტეს და კარანტინი გამოაცხადეს. მამა გაბრიელე ბრაგანტინი მიიჩნევს, რომ ღობე ხარების ეკლესიასთან იმისთვის ააგეს, რომ იქ კათოლიკეები არ შევიდნენ.

არსებული ინფორმაციით, მეუფე იოანე ქუთაისში არ იმყოფება, ხარების ეკლესიაში კი აცხადებენ, რომ 8 დეკემბერს სანიტარიული დღე იყო.

მსგავსი თემები