,,ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები არამარტო საქართველოსთვის, არამედ მოლდოვისა და უკრაინისთვის” – ჰერჩინსკი

,,კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებების მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები როგორც საქართველოსთვის, ასევე მოლდოვისა და უკრაინისთვის”. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, მაგრამ საჭიროა 27-ვე წევრი სახელმწიფოს შეთანხმება.

,,ამ დროსთვის უმაღლეს დონეზე ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სიტუაცია არაერთგვაროვანია. ერთის მხრივ, პოზიტიური სიახლე ის არის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს. მაგრამ როგორც ვიცით, საჭიროა ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს შეთანხმება. ევროკავშირის წევრის ქვეყნების უმრავლესობა მზადაა მხარდაჭერისთვის, თუმცა ამ დროისთვის არ არსებობს ერთსულოვნება. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ რათა მიაღწიოს შეთანხმება. ვიმედოვნებ, რომ დარჩენილ დღეებს გამოიყენებთ ერთსულოვნების მისაღწევად. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები და არამარტო საქართველოსთვის, მოლდოვისთვისა და საქართველოსთვის”, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები