აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

აშშ-მა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო. რეზოლუციას მხარი საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ბრიტანეთმა კი თავი შეიკავა.

,,არცერთი ქვეყანა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც “ჰამასმა” ჩაიდინა 7 ოქტომბერს. რომელიმე ჩვენს ქვეყანაზე რომ ასეთი თავდასხმა განეხორციელებინათ, ყველას გვექნებოდა მოლოდინი, რომ ეს საბჭო კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ჩვენს უფლებებს, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები. რეზოლუციის ყველაზე არარეალური ნაწილია მისი მოწოდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ. ეს, უბრალოდ, დატოვებს “ჰამასს” ადგილზე, შეძლებს, გადაჯგუფდეს და გაიმეოროს ის, რაც გააკეთა 7 ოქტომბერს. ეს რეზოლუცია არსებითად ამბობს, რომ ისრაელმა, უბრალოდ, უნდა მოითმინოს ეს,” – თქვა აშშ-ის წარმომადგენელმა.

გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში ბრიტანეთის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ვერ მიცემდა ხმას რეზოლუციას, რომელიც არ გმობს “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი სისასტიკეს.

მსგავსი თემები