სალომე ზურაბიშვილი ხვალ ჩეხეთში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ჩეხეთში მიემგზავრება. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ხდება ჩეხეთის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდიდან, სადაც წერია, რომ პეტრ პაველი ქართველ კოლეგასთან შეხვედრას აპირებს.

ამ კონკრეტულ ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილს მთავრობის ადმინისტრაციამ უარი ჯერ კიდევ აგვისტოში, საჯარო განცხადებით უთხრა. უცნობია მიმართა თუ არა ხელახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობას ნებართვისთვის ვიზიტის შესახებ მათ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. 18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას.

მსგავსი თემები