ისრაელი აცხადებს, რომ ზავის აღდგენის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

ისრაელი აცხადებს, რომ ზავის აღდგენის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც კატარიდან დელეგაცია უკან გაიწვია. მოლაპარაკებებზე ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა ხელმძღვანელისგან, დევიდ ბარნეასგან მათ უკან დაბრუნების ბრძანება მიიღეს.

„ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ არ შეასრულა შეთანხმება, რომელიც მოიცავდა მძევლად მყოფი ყველა ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას გაგზავნილი და მათ მიერ დამტკიცებული სიის შესაბამისად“, – ნათქვამია პრემიერი ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობისთვის, კატარში ჩასვლას გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

მსგავსი თემები