ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველო კვლავ ლიდერის პოზიციაზეა – ირაკლი ბერაია

,,ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის საქარვთელოს წარმატების და სანდოობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი და საზომი, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ქმედუნარიანობის უტყუარი შეფასება”, -ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მოწინავე პოზიციაზე ყოფნას განაპირობებს არაერთი კონკრეტული მაჩვენებელი.

,,ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოს პოზიციონება არის იმის შედეგი, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ თვალი და ყური ყველგან, საიდანაც საფრთხე ემუქრება ან შესაძლოა დაემუქროს ჩვენს მოქალაქეებს და სახელმწიფოს. ხდება საფრთხეებზე მათი ფორმირების პროცესში გავლენის მოხდენა, მათი წარმოშობის ფაზაშივე აღკვეთა, ჩახშობა. ანალიტიკური სამსახურები აკეთებენ სწორ ანალიზს, რის საფუძველზე ხდება პრიორიტეტების სწორი განსაზღვრა და შედეგის მომტანი კონკრეტული პრაქტიკული ზომების ან/და კონტრზომების დაგეგმვა და განხორციელება.

ის, რომ საქართველო კვლავაც მოხსენიებულია როგორც აშშ-ის მნიშნველოვანი პარტნიორი ამ სფეროში, არც არის გასაკვირი. ჩვენს ქვეყანას და მისი უსაფრთხოების სისტემას ყოველთვის გამოარჩევდა პასუხისმგეგლობის მაღალი ხარისი. საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა საერთო ღირებულებებს, ურთიერთ ნდობას და ურთიერთ მხარდაჭერას ეფუძნება.

ჩვენს ყოველდღიულ ცხოვრებაში კარგად იგრძნობა, რომ საქართველო და მისი მოქალაქეები დაცული არიან ტერორისტული საფრთხეებისგან და საქართველოს კონტრტერორისტული ძალისხმევით და საქართველოსთან თანამშრომლობით ჩვენი პარნტიორებიც თავს გრძნობენ უფრო უსაფრთხოდ და დაცულად”,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მსგავსი თემები