რუსეთის მიერ გაშვებული 11 “შაჰიდიდან” 10 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 11 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 10 გაანადგურეს და ასევე, ერთი რაკეტა.

,,2023 წლის 2 დეკემბრის ღამეს, მტერმა შეუტია 11 “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით კონცხ ჩაუდიდან (ყირიმი) და მართვადი საჰაერო რაკეტით ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის საჰაერო სივრციდან,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები