ომში გარდამტეხი მომენტი შეიძლება მარტში დადგეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი Associated Press-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ომში გარდამტეხი მომენტი, შესაძლოა, მარტში დადგეს.

,,ჩვენ გვესმის, რომ რუსეთში არჩევნები არადემოკრატიულია. ყველამ იცის, რა შედეგი იქნება. ეს, შესაძლოა, არალეგიტიმური არჩევნები იყოს, რომელსაც არ ცნობს მსოფლიო. “თამაში” უკვე ცივილიზებული სამყაროს ლიდერების მხარეზე იქნება, აღიარებენ თუ არა. სხვათა შორის, შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი დადგეს, პრეზიდენტ პუტინის ლეგიტიმურობა”, – ამბობს ზელენსკი.

ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში ჩატარდება. ჯერჯერობით პუტინს ოფიციალურად არ უთქვამს, აპირებს თუ არა მეხუთე ვადით კენჭისყრას.

მსგავსი თემები