,,ჰამასის” ტყვეობაში 137 მძევალი რჩება – Times Of Israel

,,ჰამასის” ტყვეობაში 137 მძევალი რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას Times Of Israel ისრაელის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ელონ ლევიზე, დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს “ჰამასსა” და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა ამოიწურა. თუმცა, ზავის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები კატარში გრძელდება.

კატარის მედიაციით, ისრაელმა და “ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტის დროებით შეთანხმებას 23 ნოემბერს მიაღწიეს. ის 2-ჯერ გახანგრძლივდა და ჯამში 7 დღე გაგრძელდა. გავრცელებული მონაცემებით, ამ პერიოდში “ჰამასის” ტყვეობიდან გათავისუფლდა 110 ადამიანი. სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან 300-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გამოუშვეს.

მსგავსი თემები