წალკაში, მეზობელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

წალკაში, მეზობელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 47 წლის ვოსკან ვოსკანიანს აღკვეთის სახით რუსთავის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი კი ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანში 29 ნოემბერს მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, 53 წლის ქალს, ნაჯახით, თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, წალკაში, ქალის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილეა.

მსგავსი თემები