რუსეთში, ბურიატიაში, ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე ერთ დღეში მეორე სატვირთო მატარებელი ააფეთქეს

რუსეთში, ბურიატიაში, ბაიკალ-ამურის სარკინიგზო მაგისტრალის მონაკვეთზე ერთ დღეში მეორე სატვირთო მატარებელი ააფეთქეს. აფეთქება სევერომუის გვირაბის შემოვლით გზაზე მოხდა. იქამდე კი რუსების საწვავით დატვირთული ეშელონი გვირაბში ააფეთქეს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქდა საწვავის ავზები, რომლებიც მატარებლით გადაჰქონდათ.

უკრაინული მასმედია უშიშროების ძალებიდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მეორე მატარებელი შემოვლით ხიდზე ააფეთქეს.

მსგავსი თემები