IDF-მა „ჰამასის“ თავდასხმისას გატაცებული კიდევ 5 მძევლის დაღუპვა დაადასტურა

ისრაელის შეიარაღებული ძალები, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმისას გატაცებული კიდევ ხუთი მძევლის დაღუპვას ადასტურებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა ოჯახის წევრები უკვე ინფორმირებული არიან.

არსებული ინფორმაციით, ოთხი დაღუპული კიბუც ნირ ოზის მცხოვრებია, ერთ-ერთი მათგანი 75 წლის ელიახ მარგალიტია, რომლის შვილიც ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს. დაღუპულთა შორისაა 26 წლის მუსიკოსიც, რომელიც ფესტივალიდან გაიტაცეს.

მსგავსი თემები