ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 61 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 61 ჟურნალისტი დაიღუპა. მათ შორის, 54 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 11 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 19 კი დაკავებულია.

,,CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და სამიზნე არ უნდა გახდნენ,” – განაცხადა შერიფ მანსურმა, CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა.

მსგავსი თემები