რუსეთმა ხერსონისა და დონეცკის ოლქები დაბომბა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონისა და დონეცკის ოლქები დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

რუსეთის სამიზნეს დასახლებული უბნები, საცხოვრებელი კვარტლები და საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენდა.

,,გასული დღის განმავლობაში მტერმა ხერსონის რეგიონი 82-ჯერ დაბომბა. ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან და დრონებიდან მან 338 ჭურვი გაისროლა,” – ნათქვამია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები