აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რესპუბლიკელი დეპუტატი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა. მის გარიცხვას მხარი 311-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ 114 წავიდა.

სანტოსს 2023 წლის მაისში ბრალი წარუდგინეს თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და საჯარო სახსრების მითვისებაში. მას ადანაშაულებენ წარმომადგენელთა პალატაში ცრუ განცხადებების გაკეთებაშიც.

“კონგრესმენი ცდილობდა თაღლითურად გამოეყენებინა თავისი პალატის კანდიდატურის ყველა ასპექტი საკუთარი თავისთვის. პირადი ფინანსური მოგებისთვის”, – ნათქვამია პალატის ეთიკის კომიტეტის ანგარიშში.

ცნობისთვის, ნიუ-იორკელი დეპუტატი მეექვსე ადამიანია კონგრესის ისტორიაში, რომელიც წარმომადგენელთა პალატიდან გარიცხეს. 34 წლის ჯორჯ სანტოსი კონგრესში 2022 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს.

მსგავსი თემები