ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ქეშალოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხეირ ხაბაროვს პატიმრობა შეუფარდა.

46 წლის კაცს სახელმწიფო ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას ედავება.

ცნობისთვის, ხაბაროვმა ჯერ ყოფილი ცოლი დაჭრა, ქალის ამჟამინდელი მეუღლე, იაშარ ჯაფაროვი კი მისივე სახლში მოკლა.

მსგავსი თემები