ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მას ახალი ბრალი წაუყენეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ინფორმაციით, მას ახალი ბრალი წაუყენეს, ამჯერად 214-ე, ვანდალიზმის მუხლით.

,,წარმოდგენა არ მაქვს, რა არის 214-ე მუხლი, არსად იძებნება. ისინი ახალ სისხლის სამართლის საქმეს ღძრავენ ჩემს წინააღმდეგ ყოველ სამ თვეში ერთხელ”,- ნათქვამია ნავალნის განცხადებაში.

ნავალნი უკვე იხდის სასჯელს და ჯამში თითქმის 30 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი “ექსტრემიზმისა” და “თაღლითობის” საქმეებზე.

ოქტომბერში კი რუსეთის პოლიციამ ოპოზიციონერის სამი ადვოკატიც დააკავა და მათ სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. პროკურატურა უფლებადამცველებს “ექსტრემისტული გაერთიანების” წევრობას ედავება.

ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. იქამდე კი, 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები