,,გვაქვს კარგი ამბები ხარკოვის რაიონიდან”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,მიმდინარე კვირას გვაქვს კარგი ამბები ხარკოვის რაიონიდან, ყველა მოქალაქე გრძნობს სიამაყეს ჩვენი მებრძოლების გამო,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების ყოველი წარმატება ცვლის საერთო მდგომარეობას მთელ ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ.

„მიმდინარე კვირას არის კარგი ამბები ხარკოვის რაიონიდან. როგორც ჩანს, უკვე ყველამ ნახეთ უკრაინელი დამცველების აქტიურობის შესახებ ინფორმაცია და ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ამაყობს ჩვენი მებრძოლებით. ეს არის დამსახურებული სიამაყე, სწორი განცდა. ახლა ჯერ არ არის იმის დრო, რომ დავასახელოთ ესა თუ ის დასახლებები, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება. ჩვენი სამხედროების ყოველი წარმატება ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის საერთო მდგომარეობას მთელ ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ”, – აღნიშნა  ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები