მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები