„ჰამასთან“ ხანმოკლე ზავის შემდეგ, ინტენსიური ბრძოლები, სულ მცირე, ორი თვით კიდევ განახლდება – გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით,  „ჰამასთან“ ხანმოკლე ზავის დასრულების შემდეგ, სამხედროები განაახლებენ ინტენსიურ ბრძოლას, სულ მცირე, ორი ​​თვით.

„უახლოეს დღეებში რასაც ნახავთ, პირველ რიგში, მძევლების გათავისუფლებაა. ეს შესვენება ხანმოკლე იქნება. თქვენგან რასაც ვითხოვთ ამ შესვენების დროს, არის ორგანიზება, მომზადება, გამოძიება და მზადყოფნა ბრძოლის გასაგრძელებლად. გაგრძელება აუცილებლად იქნება, რადგან ჩვენ ეს ბრძოლა უნდა დავასრულოთ გამარჯვებით“, – განაცხადა გალანტმა.

 

მსგავსი თემები