,,იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ 7 ნოემბერი რუსეთის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია იყო.

„იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს. როდესაც არგუმენტები არ აქვთ, დაზეპირებული აქვთ, უნდა თქვან, რომ თემა რუსული იყო. მაგალითად, ამერიკულთან დაკავშირებით არ გაქვს არგუმენტი, ამერიკული კანონია, „ხალხის ძალამ“ თუ ვინც თარგმნა ამას მნიშვნელობა არ აქვს და არგუმენტი არ გაქვს, რა უნდა თქვა? არა, პირდაპირ უნდა თქვა, რომ რუსულია. 2007 წლიდან ეს გოიმური და მდაბიო „ფეიკ“ მესიჯი მუშაობს და ახალი არ არის, ახლა უბრალოდ გააძლიერეს. ვინც არ მოსწონდათ და არგუმენტები არ ჰქონდათ ეძახდნენ რუსულს. აქციები იყო, დაარქვეს გადატრიალების მცდელობა რუსული, იმ პერიოდიდან მდაბიო და გოიმური მესიჯია. ახლაც გაახსენდა ის ამბავი, არგუმენტი არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა 7 ნოემბერზე და ახლაც იძახის, რუსული ამბავი იყოო. სამწუხაროდ, ამას აყოლილია არაერთი ადამიანი, ზოგს გულწრფელად სჯერა, ზოგს სუბიექტური ინტერესი აქვს, რომ ასე უნდა დააჯეროს სხვა. ეს რუსული მესიჯი ტრიალებს, 2007 წელთან დაკავშირებითაც კი იყენებს ამ რუსეთუმეობასთან დაკავშირებულ რაღაც სულელურ და გოიმურ მესიჯს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები