პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ქალის ცხედარი ბინაში იპოვეს, მას ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული.

,,დილის 4 საათის შემდეგ კაცმა პოლიციას შეატყობინა, რომ ბინაში, სადაც რამდენიმე უცხოელი იმყოფებოდა, კისრის არეში დაჭრილი ქალის ცხედარი იპოვა”, – აცხადებს პოლიციის პრეს ოფიცერი იერუშოვში.

დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა. მას პოლიცია ეძებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ დააკავა საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებმაც ცხედარი ნახეს, დამნაშავეც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა.

მსგავსი თემები