პროკურატურამ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ორთაჭალაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რასაც არასრულწლოვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 ნოემბერს, თბილისში, ვ.გორგასლისა და ბ.კალანდაძის ქუჩების კვეთასთან, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ  ილჰამ ალიევის მოწვევით ბაქოში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.

მეტი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყების განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ყირიმის თავზე 13 უკრაინული დრონი გაანადგურა, ხოლო ვოლგოგრადის რეგიონში – სამი. „დღეს ღამით, კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის წინააღმდეგ“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

მეტი...

დედამ, სავარაუდოდ, 8 წლის შვილი დაახრჩო

ფლორიდაში 36 წლის შანეკა ენ მაკკინზ ბრალად ედება 8 წლის შვილის მკვლელობა. მედიის ცნობით, მაკკინზიმ 14 ნოემბერს თავისი ვაჟი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანა. სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა დაადგინა, რომ ბავშვი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია იყო. გამომძიებლების განცხადებით, მაკკინზიმ მოგვიანებით აღიარა, რომ გეგმავდა მისი შვილის მკვლელობას. მაკკინზის თქმით, მან სუფრის გადასაფარებელი გამოიყენა, მძინარე შვილის დასახრჩობად. ამის შემდეგ, დედა თავის საქმეებზე მანქანით დადიოდა, სადაც უკანა სავარძელზე მისი შვილი უგონოდ იყო. „ძალიან ძნელია გაარკვიო, თუ როგორ შეეძლო მშობელს არა მხოლოდ შვილის მკვლელობის დაგეგმვა, არამედ ამ მკვლელობის განხორციელება და შემდეგ მთელი დღეს ისე გაგრძელება, თითქოს არაფერი…

მეტი...

რუსეთში მეტადონით 20-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

რუსეთში, ასტრახანში 20-ზე მეტი ადამიანი მეტადონის გამოყენების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. მსხვერპლთა უმეტესობა ახალგაზრდები არიან. რუსული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 29 წლის ბიჭი და ორი გო­გო­. მედიის ცნობით, ახალგაზრდებს, შესაძლოა, ეგონათ რომ მეფედრონს იღებდნენ, ამიტომ არ გამოთვალეს დოზა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. ნარკოტიკი, სავარაუდოდ, ყირგიზეთის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის სამმა მოქალაქემ გაავრცელა.  

მეტი...

თავდასხმა დუბლინის ცენტრში – დაჭრილია 5 ადამიანი

თავდასხმა დუბლინის ცენტრში – ირლანდიის პოლიციის განცხადებით, მასშტაბური ინციდენტის შემდეგ, ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი, ქალაქის ჩრდილოეთით, პარლენლის მოედანზე მოხდა. დაშავებულები 1 კაცი, 1 ქალი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთ-ერთი ბავშვი და ქალი მძიმე დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. დანარჩენებს კი მსუბუქ დაზიანებებზე მკურნალობენ. მომხდარის მოტივი და მიზეზები უცნობია.

მეტი...

უკრაინა თავისი სანქციებით ავსებს საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს – ზელენსკი

უკრაინა თავისი სანქციებით ავსებს საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის სპეცსამსახურები გააგრძელებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას. „უკრაინა თავისი სანქციებით ავსებს საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩვენი პარტნიორების სანქციები გავრცელდეს მათზე, ვის მიმართაც უკრაინამ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებებს 300-ზე მეტი იურიდიულ პირისა და 150 ფიზიკური პირის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. ჩვენი სპეცსამსახურები, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის უშიშროების სამსახური, ასევე მინისტრთა კაბინეტი და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო გააგრძელებენ შესაბამის მუშაობას. იქნება სხვა გადაწყვეტილებებიც“, – განაცხადა…

მეტი...