უკრაინა გასულ წელთან შედარებით უკეთ არის მომზადებული ზამთრისთვის – საზღვაო ძალების სპიკერი

უკრაინის საზღვაო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელის, დიმიტრი პლეტენჩუკის განცხადებით, ზამთარი უფრო ადვილი იქნება უკრაინისთვის.

მისი თქმით, უკრაინა  შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით მოემზადა და რუსეთს აღარ აქვს ის რესურსი, რაც ჰქონდა ომის პირველ წელს.

,,ამიტომ, ეს ზამთარი ჩვენთვის უფრო ადვილი უნდა იყოს, ვიდრე წინა. მაგრამ არ არის საჭირო დასვენება, არ არის საჭირო საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებების იგნორირება. რაკეტის საფრთხე სერიოზულია. და თუ ვსაუბრობთ “კალიბრის” რაკეტებზე, მაშინ რუსებს აქვთ ლოგისტიკური ხარვეზი. მათ გემები გადაიტანეს ნოვოროსიისკში, მაგრამ რაკეტები დარჩა სევასტოპოლში”, – განაცხადა უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.

 

მსგავსი თემები