ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ ძალებს გასული დღის განმავლობაში 4-ჯერ დაესხნენ თავს

ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ ძალებს გასული დღის განმავლობაში 4-ჯერ დაესხნენ თავს.  ამერიკული ბაზების წინააღმდეგ რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს.

თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. არ დაზიანებულა ინფრასტრუქტურა.

აშშ-ს და საერთაშორისო ძალებს თავს დაესხნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ორ ადგილას. სარაკეტო და უპილოტო აპარატებით თავდასხმა ასევე განხორციელდა ერაყში, ბაღდადის დასავლეთით, აინ ალ-ასადის საავიაციო ბაზაზე და ერბილის აეროპორტის განლაგებულ ბაზაზე.

 

მსგავსი თემები