ლიეტუვის პრემიერი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის მთავრობის მეთაური, ინგრიდა სიმონიტე 24 ნოემბერს უკრაინაში ჩავიდა. მან პატივი მიაგო რუსეთის მიერ დაწყებულ ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას.

,,დღეს კიევში ჩემი პირველი გაჩერებისას პატივი მივაგეთ მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ერის ფუნდამენტურ უფლებებს: არსებობდეს და იცხოვროს თავისუფლად. მათ სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ყველას დასაცავად”, – დაწერა მან.

მან ასევე, აღნიშნა, რომ გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზაა უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად დახმარება, რათა აღადგინოს მისი სრული ტერიტორიული მთლიანობა და დაამყაროს საერთაშორისო სამართლიანობა.

მსგავსი თემები