რუსეთმა ხერსონში საბავშვო ბიბლიოთეკა დაბომბა

24 ნოემბერს დილით რუსეთის ძალები თავს დაესხნენ ხერსონის რეგიონალურ საბავშვო ბიბლიოთეკას. ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, განადგურდა წიგნების კოლექცია.

,,საბავშვო ბიბლიოთეკა. დილის ექვსი საათი. ჭურვის პირდაპირი დარტყმა. ბარბაროსებმა გაანადგურეს ხერსონის წიგნების კოლექცია, რომელიც წლების განმავლობაში ახარებდა ყველაზე პატარა მნახველებს და მათ მშობლებს,” – წერს პროკუდინი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი თემები