საფრანგეთში დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებმაც პუშკინის იშვიათი გამოცემები მოიპარეს

საფრანგეთში დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე (ორი ქალი და ერთი კაცი), რომელთაც ბრალად ბიბლიოთეკიდან ალექსანდრ პუშკინის იშვიათი გამოცემების ქურდობა ედებათ. ინფორმაციას გამოცემა Journal du Dimanche ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ისინი პარიზის გარეუბანში, ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ბიუროში (OCBC) იმყოფებიან.

როგორც გამოცემა წერს,რუსი პოეტის ნაწარმოებები ბოლო დროს ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. პირველი ქურდობა ივლისში, ლიონის ბიბლიოთეკაში მოხდა, სადაც ვიზიტორმა ორიგინალი ასლით შეცვალა. ოქტომბრის დასაწყისში კი ორი სამართალდამრღვევი პარიზის ენებისა და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში შეიჭრა, ათამდე ხელნაწერი გაიტაცა და მიიმალა. საუბარია ან გამოცემების შავ ბაზარზე კოლექციონერებისთვის გადაყიდვაზე, ან ევროპაში არსებული რუსული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის რუსეთში დაბრუნებაზე.

მსგავსი თემები