ღაზის სექტორი 400-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, ღაზის სექტორი 400-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

მედიის ინფორმაციით, ეგვიპტეში 81 მძიმედ დაჭრილი პალესტინელი გადაიყვანეს და ასევე 360 უცხოეთის მოქალაქე.

ეგვიპტის მაღალჩინოსნის განცხადებით, აღნიშნული ადამიანები კაიროში იმყოფებიან, საიდანაც საკუთარ ქვეყნებში შეძლებენ გაფრენას.  მათ შორის არიან ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის, იორდანიის, საუდის არაბეთის, იტალიის, იაპონიის, აშშ-ის და საფრანგეთის მოქალაქეები.

ეგვიპტელი მაღალჩინოსანის თქმით, ღაზის დატოვებასთან დაკავშირებით სულ 491 მოქალაქე იყო დარეგისტრირებული უცხო ქვეყნიდან, თუმცა 130-მა საზღვარი არ გადაკვეთა.

 

მსგავსი თემები