მეტყობა რამე, რომ ნიკა მელიას მოწოდებას ვიღებ? ურჩევნიათ, მიხედონ თავიანთ პარტიას, რომელიც, ფაქტობრივად, კომიკურ ორგანიზაციად არის ჩამოყალიბებული და ორი წელია, რაღაც ბრაზილიურ სერიალს გვაყურებინებენ, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური ნიკა მელიას განცხადებას.
„ჩვენს გუნდს არავის მოწოდება არ სჭირდება, ჩვენს ტაქტიკას და გზას მივყვებით. მათი მოწოდებები არც საინტერესოა და ჩემთვის კომიკურია“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.