ღაზაში დაბომბვისას ყოველდღიურად 400-ზე მეტი ბავშვი იღუპება ან დაზიანებებს იღებს

გაეროს ბავშვთა სააგენტოს ინფორმაციით, ღაზაში დაბომბვისას ყოველდღიურად 400-ზე მეტი ბავშვი იღუპება ან დაზიანებებს იღებს.

UNICEF-ის ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან მოყოლებული 25 დღის განმავლობაში “მიმდინარე დაბომბვის” დროს დაახლოებით 3,500 ბავშვი დაიღუპა და 6,800-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.

,,ბავშვებმა უკვე ძალიან ბევრი გადაიტანეს. ბავშვების მკვლელობა და ტყვეობა უნდა შეწყდეს. ბავშვები არ არიან სამიზნე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების მეორე დღეს.

 

მსგავსი თემები