რუსეთის თავდაცვის განცხადებით, 6 დრონი ჩამოაგდეს ყირიმსა და შავ ზღვაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 ნოემბერს, დილით, 6 დრონი ჩამოაგდეს. უწყების განცხადებით, “კიევის რეჟიმი” ცდილობდა “ტერორისტული” თავდასხმა განეხორციელებინა.

,,მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შავი ზღვის თავზე ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ხუთი კი ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეაჩერეს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

30 ოქტომბერს ყირიმის ხიდი დროებით ჩაკეტილი იყო, ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ ღამით განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა მოიგერია დრონის თავდასხმა.

 

მსგავსი თემები