ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე მოსამართლემ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ნათია ბუსკაძემ ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

ცნობისთვის, გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. შემდეგ, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ სმაი პირი, პარტიის წევრები: ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.

მსგავსი თემები