,,ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება პაუზა”- ბაიდენმა გააჟღერა მოწოდება ისრაელსა და “ჰამასს” შორის ბრძოლაში პაუზაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოწოდება გააჟღერა ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომში პაუზაზე, რათა მძევლებს გათავისუფლების საშუალება მიეცეთ.

ბაიდენმა მინესოტაში გამართულ კამპანიის ღონისძიებაზე აუდიტორიაში მყოფ ქალს უპასუხა, რომელმაც მას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

,,ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება პაუზა. პაუზა ნიშნავს დროის დათმობას პატიმრების გასაყვანად”, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები