მარნეულის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტი გამოვლინდა

“რადიო მარნეულის”  ინფორმაციით,  მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტი გამოვლინდა. მედიის ცნობით,  ნიშნობის ფაქტი მერვე კლასელი გოგოს სკოლის დირექტორმა დაადასტურა.

,,ინფორმაცია გადაცემულია შესაბამის ორგანოებში და მშობელი გამოძახებულია სკოლაში. ბავშვი სკოლას არ აცდენდა და თავადაც თქვა რომ სკოლაში სიარულს გააგრძელებს”,- ამბობს სკოლის დირექტორი.

მათივე ცნობით, მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

მსგავსი თემები