გუტერეშის განცხადების გამო, ისრაელი უარს ამბობს გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე

გაეროში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის განცხადებით,  გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადების შემდეგ, ისრაელი უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე,

,,მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზის გაცემაზე. ჩვენ უკვე ვუთხარით უარი ვიზაზე ჰუმანიტარულ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე მარტინ გრიფიტსისთვის. დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ვასწავლოთ”, – განაცხადა ერდანმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა უნდა დატოვოს თანამდებობა.

ცნობისთვი, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა: მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ ჰამასის თავდასხმები არ მოხდა ვაკუუმში. პალესტინელი ხალხი ექვემდებარება 56 წლის მახრჩობელ ოკუპაციას”.

მსგავსი თემები