აშშ იმუშავებს ჩინეთთან კონფლიქტის გავრცელების შესაჩერებლად – ენტონი ბლინკენი

აშშ იმუშავებს ჩინეთთან კონფლიქტის გავრცელების შესაჩერებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ენტონი ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ  ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან იმუშავებს, რათა უზრუნველყოს, ისრაელ-ღაზის ომი არ გადაიზარდოს უფრო ფართო კონფლიქტში.

„ამ საბჭოს წევრებს და განსაკუთრებით მუდმივ წევრებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა თავიდან აიცილონ ამ კონფლიქტის გავრცელება. მე მოუთმენლად ველოდები მუშაობის გაგრძელებას ჩემს კოლეგასთან ჩინეთიდან“, – განაცხადა ბლინკენმა.

 

მსგავსი თემები