ერაყსა და სირიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმების დროს 20 ამერიკელი სამხედრო დაშავდა – პენტაგონი

ერაყსა და სირიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმების დროს 20 ამერიკელი სამხედრო დაშავდა. პენტაგონი ადასტურებს, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა მოხდა.

პენტაგონის პრესმდივანის, პეტ რაიდერის განცხადებით,  დაჯგუფებებს, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს, მხარს უჭერს ირანი.

„რასაც ჩვენ ვხედავთ არის უფრო მნიშვნელოვანი ესკალაციის პერსპექტივა აშშ-ის ძალებისა და პერსონალის წინააღმდეგ რეგიონში, რომელიც მოდის ირანის მარიონეტული ძალებისგან და საბოლოოდ, ირანისგან. ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ უფლებას დავიცვათ საკუთარი თავი და არასდროს არ მოგვერიდება ზომების მიღება, როცა საჭიროა ჩვენი ძალების და ჩვენი ინტერესების დაცვა საზღვარგარეთ“, – განაცხადა რაიდერმა.

 

მსგავსი თემები