ღამით რუსეთი უკრაინას 11 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, საჰაერო თავდაცვამ ყველას ჩამოგდება შეძლო

25 ოქტომბრის ღამეს, რუსეთი უკრაინას 11 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა ჩამოაგდო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა განახორციელა ექვსი სარაკეტო, 51 საჰაერო და 66 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, მათი უმეტესობა მიმართული იყო უკრაინის ჯარებისა და უკრაინის დასახლებული პუნქტებისკენ.

ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში 100-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა.

 

მსგავსი თემები